მოკრეფილი ყურძნის მტევნები თავსდება პოლიპროპილენის ყუთში მოთავსებულ პოლიეთილენის შესაფუთ მასალაში. კრეფის შემდეგ ყუთები გადაინაცვლებს სამაცივრე მეურნეობაში, რომელიც გაივლის წინასწარ გაგრილებას და ინახება შესაბამის ტემპერატურულ და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის პირობებში.
საბოლოო პროდუქტის გაცემამდე ყურძენი გაივლის სორტირების ეტაპს, სადაც ხორციელდება ყურძნის დანაწევრება თანაბარი წონის/ზომის მიხედვით, რის შემდეგაც სტანდარტული ყურძნის მტევნები ლაგდება კლიენტის მოთხოვნის მიხედვით შესაბამის შესაფუთ მასალაში.
შესაძლებელია მოკრეფილი ყურძნის გაცემა წინასწარი გაგრილების, ცივად შენახვის, დაფასოება/შეფუთვის ეტაპების გამოტოვებით - კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად.