უპირატესობები
დაარსებიდან დღემდე კომპანია ზრუნავს კადრების მუდმივ განვითარებაზე იტალიელი გამოცდილი ექსპერტების ჩართულობით. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მივიღეთ USAID მხრიდან.
ვენახი მოწყობილია ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით. იტალიური „პერგოლას“ სისტემით. სრულად დაფარულია სეტყვის დამცავი ბადეებით და ავტომატური სარწყავი სისტემით.
იტალიელი ექსპერტების მიერ ლაბორატორიული კვლევებით შესწავლილი იქნა ნიადაგი და ჰავა. დასკვნამ აჩვენა, რომ აქ მოყვანილი ყურძენი სრულიად უტოლდება იტალიის სამხრეთში მოყვანილ პროდუქტს: ხარისხით, გემოვნური თვისებებით და ვიზუალური მახასიათებლით.
პროდუქტი განკუთვნილია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სარეალიზაციოდ.
სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი დიდ ყურადღებას აქცევს გარემოს დაცვას. იყენებს თანამედროვე სტანდარტების ტექნოლოგიებს ბუნების და ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად, მაცივარი კი აღჭურვილია განახლებადი ენერგიის წყაროს, მზის პანელებით.